Wednesday, August 12, 2015

ტრენინგის IX დღე

     დღეს პრეზენტაციების წარდგენის დღე იყო. წარვადგინე ჩემი პროექტის გეგმა თემაზე მარიტა-უცოდველი მშვენიერების პიროვნული ტრაგიზმი და აღვწერე მისი თანამიმდევრობა შაბლონის მიხედვით. თუ როგორ იკვლევენ მოთხრობის მთავარი სათქმელის უკეთ გასაგებად მოსწავლეები  "მარიტაში"   განხილულ თემებსა და პრობლემებს და უკავშირებენ თანამედროვე ეპოქის პრობლემებს.
     შემდეგ პრეზენტაცია წარადგინა რუსუდან ჩაჩანიძემ თემაზე კულტურული შოკის არიდება ტურიზმის განვითარებისათვის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში. ირმა გერლიანმა ისაუბრა ცხოველების დაცვის შესახებ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში. ნატო შათირიშვილმა გაგვაცნო ოქროს კვეთის არსის გასაგებად დაგეგმილი პროექტი.  ქეთევან ყიფიანმა ელექტრონული წიგნის შექმნის პროექტი წარადგინა, ისაუბრა, როგორ განუვითარებს ეს პროექტი მოსწაავლეებს  კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. ია ვეფხვაძემ წარადგინა პროექტის გეგმა მსოფლიო კულტურასა და ქართული ტრადიციებზე. მაია ლაცაბიძემ ისაუბრა პროექტის გეგმაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული დღესასწაულის გაცნობას ეხება, კერძოდ კი ა.შ.შ-ს ეროვნულ დღესასწაულს მადლიერების დღეს. ნინო ჩხეიძის პროექტი ეხებოდა საზომ ერთეულებს, რა სახელები ჰქონდათ მათ ადრე და რა ჰქვიათ დღეს.მერი ღამბაშიძემ გააკეთა პრეზენტაცია ნარჩენების გადამუშავებაზე , თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ნარჩენებმა გარემოს და როგორ უნდა მივიღოთ ნარჩენებისგან სასარგებლო პროდუქტი. ფატი ღამბაშიძე პროექტით მოსწავლეებს ასწავლის სხვადასხვა მინერალური და სასმელი წყლების შემადგენლობას და სასარგებლო თვისებებს. ყველა პრეზენტაცია ძალიან მომეწონა, ყველა თავისებურად სასარგებლო და საინტერესოა.
      პრეზენტაციების შემდეგ დავუწერე კომენტარები ყველა გამომსვლელს.ტრენინგმა ჩემი სურვილი მცოდნოდა უფრო მეტი ვიდრე გუშინ გაამართლა. ნაყოფიერი იყო ტრენინგის მთლიანი კურსი. მადლობა ტრენერს მანანა კვინიკაძეს თავისი პროფესიონალიზმისათვის და გულისხმიერებისათვის.ყველა მონაწილეს და ქალბატონ მანანას ვუსურვებ წარმატებებს.

Tuesday, August 11, 2015

ტრენინგის VIII დღე

               გავიარეთ მეშვიდე მოდული. ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, გადავხედეთ პროექტის გეგმას, ვისწავლეთ გუგლ-ფორმების შექმნა, შევქმენით  კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის. გადავხედეთ პორტფოლიოს და შევამოწმეთ მისი სისრულე, ვისწავლეთ დოკუმენტების დრაივზე ერთი საქაღალდიდან მეორეში  გადატანა. კითხვარი დავდეთ ბლოგზე.

Monday, August 10, 2015

ტრენინგის VII დღე

  განვიხილეთ ერთმანეთის პროცედურები.გავიარეთ VI მოდული. ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდების დამატება. დავდეთ ჩვენი შექმნილი პროექტის პორტფოლიო ჩვენს ბლოგზე. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ხერხებს, პრეზენტაციას გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის შესახებ და შევქმენით ინტელექტის მქონე მოსწავლეების თვითშეფასების ფორმა და ხარაჩო.

Friday, August 7, 2015

ტრენინგის VI დღე

     გავიარეთ მე-5 მოდული. ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების გაზიარება. განვიხილეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია.შეფასების დაგეგმვის ცხრილი, შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი, შეფასების დაგეგმვა, მეტრული გაზომვის სიგიჟე და ყველაფერი ეს მოვარგეთ მოსწავლის ნაშრომებს. 

Thursday, August 6, 2015

ტრენინგი V დღე

    გავეცანით მესამე და მეოთხე მოდულს. მესამე მოდულში გავეცანით საავტორო უფლებებს და ვისწავლეთ ისინი, ასევე შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის ნიმუში.  მეოთხე მოდულში ვისწავლეთ მოსწავლის ნიმუშების შექმნა, კეძოდ, გავაკეთეთ პრეზენტაცია მოსწავლეების ნაცვლად.


Wednesday, August 5, 2015

ტრენინგის IV დღე

    გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან.

   

განმავითარებელი შეფასებებსშეფასების მიზანი:

  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • პროგრესის მონიტორინგი
  • ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა

განმსაზღვრელი შეფასებასშეფასების მიზანი:
  • მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით

    შევავსეთ შეფასების გეგმა, კერძოდ შეფასების დროის ჩარჩო სადაც შევიტანეთ ის მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ პროექტის დასაწყისში, პროექტის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ.
   ასევე დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, აქ მოკლედ აღვწერეთ ჩვენს მიერ შერჩეული აქტივობების შინაარსი.
   შემდეგ შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებების შესამოწმებლად "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" დიაგრამა. 
    ვისწავლეთ google drive -ში საქაღალდეების , ფაილების ატვირთვა.

   

Saturday, August 1, 2015

ტრენინგის III დღე

   დავწერეთ პროექტის სასწავლო მიზნები და შედეგები, განახლებული ბლუმის ტაქსონომიის დახმარებით და მოვარგეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები ჩვენს პროექტს.
   ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა და დავწერეთ ჩვენი პროექტისთვის კითხვები, რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეებს პროექტის განხორციელების პროცესში.